Loading...
როდის
8 ივლისი 2023
15:00
სად
ბათუმი
საოცრებათა მოედანი (ანბანის კოშკი)

ფესტივალის შესახებ

8 ივლისი – 30 სექტემბერი


წელს პირველად ბათუმში ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ფესტივალი – Batumi Festival, 8 ივლისიდან იღებს სტარტს და სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალის მიზანია ბათუმში, ანბანის კოშკთან შეკრიბოს და გააერთიანოს სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და გართობის მოყვარული ადამიანები, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, აზიაროს ისინი ქართულ და აზიურ კულტურებს, ავთენტურ სამზარეულოებს და არტიზანულ ნაკეთობებს.

ამიტომ ფესტივალის ტერიტორია 6 სხვადასხვა ზონად დაიყო:

– ღია კინო თეატრი
– საბავშვოგასართობიზონა
– საკვებიზონა
– საშოპინგოზონა
– გასართობიზონა
– ბარებისზონა

ფესტივალი დაიწყება


ფესტივალის ზონები


საფესტივალო ტერიტორიაზე, მასშტაბურ საკვებ ზონას იკავებენ 50-მდე ქართული და აზიური კვების ვენდორები. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული, ევროპული და აზიური ტრადიციული კერძები და სწრაფი კვება: ბურგერი, ნუდლსი, ბელგიური ვაფლი, პასტა, ხაჭაპური, პიცა, მოჩი, ბაბლ თი და უამრავი ნაცნობი და ახალი გემოები.
საკვები ზონა მუშაობს ყოველდღე 15:00 საათიდან 00:00-მდე.
ფესტივალის ხანგრძლივობა და მასშტაბურობა სტუმრებს აძლევს საშუალებას მოასწრონ და ესტუმრონ მათთვის საინტერესო კვების ვენდორებს, მიიღონ ახალი გასტრონომიული გამოცდილება და გაიზიარონ ზღვისპირა ფესტივალის ჯადოსნური განწყობა.
განსაკუთრებულად საინტერესო შოპინგი ელით ბათუმი ფესტივალის სტუმრებს, რადგან ამ ზონაში წარმოდგენილია არა
მარტო ქართველი , არამედ აზიიდან მოწვეული ვენდორები.
მრავალფეროვან საშოპინგო ზონაში მოიპოვება არტიზანული ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები, ტრენდული სამკაულები, ჩანთები, უნიკალური დეკორატიული და ტრადიციული ნივთები ნებისმიერი გემოვნებისთვის. თითოეული სტუმარი შეძლებს შეარჩიოს მისთვის გამორჩეული ნივთი, რომელიც აუცილებლად გადაიქცევა დაუვიწყარი ზაფხულის ხელშესახებ მოგონებად.
საშოპინგო ზონა იმუშავებს ყოველდღე 16:00 საათიდან 00:00 საათამდე.
საფესტივალო ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური სივრცე ბათუმი ფესტივალის მთავარ იდეას - გართობას ეთმობა.
გასართობი სივრცე წარმოდგენილია ოთხ ზონად:
ღია კინოთეატრი - 20:00 საათიდან ღია ცის ქვეშ გაიმართება კინო ჰიტებისა და ფეხბურთის მატჩების ჩვენება დიდ ეკრანზე
საბავშვო გასართობი ზონა - 16:00 -დან 00:00-მდე წარმოდგენილი იქნება საინტერესო ვორქშოფები და მასტერკლასები,სახალისო თამაშები მშობლებთან ერთად, მაგიდის ფეხბურთი და კალათბურთი, Arcade Games და მრავალი სხვა.
გასართობი ზონა - 17:00-დან 02:00-მდე მთავარ სცენას ყოველდღიურად დაიკავებენ ქართველი არტისტები ლაივ კონცერტებით, DJ და მოწვეული აზიელი სტუმრები ცეცხლოვანი, ჯადოსნური შოუებით.
ბარების ზონა 15:00-დან 00:00-მდე,გასართობ ზონასთან ახლოს, განტვირთვისთვის გამოყოფილ სივრცეში სტუმრები შეძლებენ სასმელის მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნებას.

გსურთ მიიღოთ მონაწილეობა? რეგისტრაცია!

თუ გსურთ თქვენი კულინარიული შედევრები ან ხელნაკეთი ნივთები გააცნოთ ფართო აუდიტორიას და შემოუერთდეთ ჩვენი ვენდორების
გუნდს, მაშინ დარეგისტრირდით ახლავე!

ჩვენი ლაინაფი


რეგისტრაცია


ფესტივალის ლოკაცია


საკონტაქტო ინფორმაცია


batumifestival@lixingroup.com
ანბანის კოშკი, თ. აბულაძის ქ., 4
+995 595455089